top of page
IMG_0775.PNG

პროეტები

“GAFE - საქართველოს თანასწორობის ასოციაციის“ ორგანიზებით, ჩატარდა ინტენსიური გასვლითი ტრენინგ-კურსი დაბა ბაკურიანში - „თანასწორობის სკოლა“.  პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ლიდერების გადამზადებას, მათი ახალი უნარ-ჩვევებით აღჭურვასა და გაძლიერებას საუნივერსიტეტო სივრცეში გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის. 40-მა სტუდენტმა მიიღო სიღრმისეული ინფორმაცია გენდერული თანასწორობის შესახებ, განივითარეს ლიდერული უნარ-ჩვევები და გაეცნენ გენდერული მიმართულებით ჩატარებულ კვლევებსა და სტატისტიკურ მონაცემებს. ახალგაზრდებმა გაიარეს სხვადასხვა ტრენინგები, მაგალითად: გენდერული თანასწორობა - არსებული რეალობა, სტერეოტიპები და მათი გავლენა ინდივიდზე და ეფექტური კომუნიკაცია. სესიებს უძღვებოდნენ მოწვეული ტრენერები: თეა ბულია, ტატა ბერია და ნინო გოგოხია. წარმატებული მონაწილეები შემოუერთდნენ “საქართველოს თანასწორობის ასოციაციის” გუნდს და ჩაერთვნენ საუნივერსიტეტო “თანასწორობის კლუბების“ საქმიანობაში.

ფოტო-ვიდეო კონკურსი

''უთანასწორობა ყოველდღიურობაში''

 2022 წელი , 1 მაისი - 10 ივნისი

გამოფენა/ფორუმი - "უთანასწორობა" 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში ჩატარდა.  ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო GAFE-ს ფოტო/ვიდეო კონკურსში "უთანასწორობა ყოველდღიურობაში" ჩართული სტუდენტების ნამუშევრები. 

ფოტო - ვიდეო კონკურსში - „უთანასწორობა ყოველდღიურობაში“  საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების ყველა საფეხურის სტუდენტები ჩაერთვნენ. კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებმა ფოტოებისა და ვიდეოების მეშვეობით აღბეჭდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრებული გენდერული უთანასწორობა ან დისკრიმინაციული დამოკიდებულება უმცირესობათა წარმომადგენლების მიმართ, მიღებული მასალა კი აიტვირთა GAFE-ს ფეისბუქ გვერდზე, სადაც ერთი კვირის განმავლობაში კონკურსანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგროვებინათ „მოწონებები“. ნამუშევრებზე მიღებულ გამოხმაურებაზე (მოწონებებზე) დაყრდნობით გამოვლინდნენ I, II და III ადგილოსნები. კონკურსის გამარჯვებულები სერტიფიკატებითა და საპრიზო გრანტებით  საჯაროდ 10 ივნისს, GAFE-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ.

10 ივნისს გამოფენა/ფორუმს ასევე ესტუმრნენ პროექტის, E-PSY-ს წარმომადგენლები და მოწვეული ფსიქოლოგები. მათ პანელური შეხვედრის ფორმატში ისაუბრეს ახალგაზრდების წინაშე არსებულ მენტალურ გამოწვევებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტებისათვის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრების გახსნის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე.

Tamar Kacharava, Caucasus University
Dato Kublashvili, Tbilisi State Art Academy
Baia Sekhniashvili, National University of Georgia - SEU
Mariam Bliadze, East European University
Mariam Kvatashidze, Tbilisi State University
Nino Artmeladze, Batumi Shota Rustaveli State University
Tika Khuchua, Black Sea International University
Luka Changelia, Tbilisi State University
Ani Berdznishvili, Technical University of Georgia
Joshgun, Tbilisi State University
Salome Svanadze, Ilia State University
Keti Surmanidze, Sukhumi State University
Dachi Kalandadze, Ilia State University
Khvicha Ananidze, University of Georgia
IMG_0775.PNG

 საქართველოს თანასწორობის ასოციაციის ორგანიზებით, 2022 წლის 8 მაისს, GAFE-ს წევრები ერთდღიანი, გასვლითი სოციალური ტურის ფარგლებში, ანანურის ციხეს, შიო მღვიმესა და სამთავროს მონასტრებს ესტუმრნენ. რეკრეაციული აქტივობა გუნდის მშენებლობას, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და იდეების გენერირების პროცესის ხელშეწყობას ემსახურებოდა. 

თანასწორობის სკოლა ეტაპი 3

12-17 სექტემბერი 2022 წელი

ინტენსიური გადამზადების კურსი 2022  წლის 5-10 სექტემბერს, გასვლითი ფორმატით, დაბა ბაკურიანში ჩატარდა. პროექტის მიზანი ახალგაზრდა ლიდერების გაძლიერება, მათი ინტენსიური გადამზადება, ახალი უნარ-ჩვევებით აღჭურვა და სტუდენტების ასოციაციის წევრთა რიგებში მიღება გახლდათ. პროექტის ფარგლებში შეირჩა 30 ბაკალავრის საფეხურის სტუდენტი თბილისში მოქმედი აკრედიტირებული უნივერსიტეტებიდან, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და  თანატოლგანმანათლებლობის საკითხებით. პროგრამით გათვალისწინებულ კურსს გაუძღვნენ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონის ექსპერტები. ინტერაქტიული სესიები წარიმართა შემდეგი თემატიკით: ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, გენდერული თანასწორობა - არსებული რეალობა, სტერეოტიპები და მათგან მომდინარე გამოწვევები, შრომითი დისკრიმინაცია, ეფექტური კომუნიკაცია, თვითპრეზენტაცია და გუნდური მუშაობა, ლიდერობა და სხვა. სესიების ნაწილი დაეთმო დისკრიმინაციის წინასახელშეკრულებო და შრომით ურთიერთობებში გამოვლენის საკითხის განხილვას. 5 დღის განმავლობაში მონაწილეებმა წარმოადგინეს საპროექტო წინადადებები და რეკომენდაციები. ტრენინგებს უძღვებოდნენ სპიკერები: ნათია გველესიანი, ლიკა ჯალაღანია, თაკო ცაცკრიალაშვილი. ტრენინგის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა კურსის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატი.

111111-01.png

კამპანია #AllForYouth ფარგლებში განხორციელდა და ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას გაიცნონ მათთვის დასასაქმებლად სასურველ ორგანიზაციებში არსებული სამუშაო დინამიკა. აღნიშნული მიზნით თანასწორობის კლუბების წარმომადგენლებთან ერთად ვეწვიეთ თბილისის საკრებულოსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სადაც ახალგაზრდებმა ორგანიზაციების თანამშრომლებთან ერთად გაიცნეს ადგილზე არსებული სამუშაო დინამიკა.

bottom of page