top of page
image0 (1).png

დაგვიკავშირდი, თუ უნივერსიტეტში დისკრიმინაციის შემთხვევას გადააწყდი 

GAFE საუნივერსიტეტო კლუბების მეშვეობით ქმნის სტუდენტთა უფლებების დაცვის სერვისს. თუ უნივერსიტეტში, სადაც ფუნქციონირებს თანასწორობის კლუბი, გადააწყდი ადმინისტრაციის, ლექტორის, აკადემიური პერსონალის მხრიდან სტუდენტის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების შემთხვევას, შეავსე განაცხადი და გვაცნობე ფაქტის შესახებ, რათა შევძლოთ შესაბამისი რეაგირების მოხდენა.

განაცხადის გამოგზავნის შემდეგ საკონტაქტო პირს თანასწორობის კლუბის წარმომადგენელი დაუკავშირდება, რათა მოხდეს შემთხვევის დეტალების გამოკვლევა. დისკრიმინაციის მსხვერპლის ნების შესაბამისად მოხდება ფაქტზე რეაგირების შესაძლო ნაბიჯების პირისთვის გაცნობა, განსაზღვრა და შემდგომი მხარდაჭერა.

თქვენი შეტყობინება მიღებულია! მადლობა.

image0.png

დისკრიმინაცია ესაა ქმედება, როდესაც არსებითად უთანასწორო პირები თანასწორ ან არსებითად თანასწორი პირები უთანასწორო მოპყრობის ქვეშ ექცევიან. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.

პირდაპირი დისკრიმინაცია - არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად; 

ირიბი დისკრიმინაცია კი იგივე შედეგის დადგომისთვის ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულების, კრიტერიუმის ან პრაქტიკის გამოყენებას გულისხმობს. ( საქართველოს კანონი ,, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’ )

აკრძალულია ნებისმიერი პირის მიმართ რაიმე სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ მან დისკრიმინაციისაგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან. ( საქართველოს კანონი ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’ )


აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის (,,საქართველოს კონსტიტუცია) , ასაკის, რწმენის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად ( საქართველოს კანონი ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’ )

 

 მოგვმართე თუ შენ ან შენი ახლობელი უნივერსიტეტში რომელიმე ამ ნიშნით დისკრიმინაციის გამო არათანაბარ/არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდით.

bottom of page